ინტერნეტ დაიჯესტი

სტოლტენბერგი: ჩვენ მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და განვაგრძობთ საქართველოს ატიურ მხარადჭერას

NSP.GE

„საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“-ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მისი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას. „მე გამოვხატე ჩემი და ნატო- საქართველოს პარტნიორობის მიმართ ჩემი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის  და საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარადჭერას, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მივესალმებით რეფორმებს, რომელზეც საქართველოა ფოკუსირებული. 

საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობას და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას.  ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ რეფორმებს და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ასევე მსურს აღვნიშნო. რომ საქართველო ნატო-ს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში და ჩართულია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო 900-მდე სამხედროთი, ერთერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას და მოუთმენლად ველი   ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ნატოში ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჯანელიძის განცხადებით "საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე" და გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განხილული იქნა  საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.  კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ისევე როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. "ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ემყარება, ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამაყები ვართ, რომ წვლილი შეგაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტრიბუციას. მოხარულნი ვართ, რომ დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ასევე ვისაუბროთ ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მისწრაფებებზე“ - განაცხადა ჯანელიძემ.

 

მიხეილ ჯანელიძის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება ევროპას თავს დაატყდეს
ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.226.172.30