ინტერნეტ დაიჯესტი

2018 წელს საქართველოში იაფი გაზის წილი გაიზრდება

NSP.GE

დაახლოებით ერთ წელიწადში საქართველოს გაზის ნატურით მიღების ახალი შესაძლებლობა ექნება. 
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება ძვირი გაზის იმპორტს ცოტათი შეამცირებს და გარკვეული მოცულობის გაზის შეღავათიან ფასად შესყიდვის საშუალებაც გაჩნდება.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე "სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ეს ინფორმაცია კომპანია "ბიპის" რეგიონალურმა პრეზიდენტმა გერი ჯონსმა დაადასტურა.

მისი თქმით, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში გათვალისწინებული პროექტები შეთანხმებული ბიუჯეტისა და დადგენილი გრაფიკის მიხედვით ხორციელდება და მილსადენი მზად არის.

"ვფიქრობ, რომ "შაჰდენიზის საბადოდან" საქართველოს გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას 2018 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ", - აცხადებს ჯონსი.

"ბიზნესკონტრაქტის" ინფორმაციით, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში 3 500-კილომეტრიანი გაზსადენის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ექვს სახელმწიფოზე გაივლის.

ქართული მხარე გლობალურ პროექტზე დიდ იმედს ამყარებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, საქართველო ამით პოლიტიკურ დივიდენდსაც მიიღებს, რადგანაც იგი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

"ენერგომატარებლების მიწოდების თვალსაზრისით, "სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტის ამოქმედება საქართველოს სერიოზულ სარგებელს მოუტანს. პირველ რიგში, ჩვენთვის საინტერესოა ფაქტი, 

 

რომ პროექტი რუსეთის გვერდის ავლით ხორციელდება. პირდაპირ ჩანს, რომ საქართველოსთვის იგი პოლიტიკურად ძალიან კარგი პროექტია, რაც პროექტის ფარგლებში იკვეთება.

მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიდ შანსს გვაძლევს, რადგან მისი ოპერატორები, მომხმარებლები და სხვა პროექტთან დაკავშირებული მხარეები დაინტერესებული არიან ამ ტერიტორიაზე სტაბილურობითა და მშვიდობით. შესაბამუსად, ეს არის სერიოზული პოლიტიკური დივიდენდი და უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი ქვეყნისთვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური სარგებელი, რასაც ქვეყანა მიიღებს. ბუნებრივია, ჩვენ გვეკუთვნის ტრანზიტის ღირებულება და მას მივიღებთ ნატურით. გარდა ამისა, გარკვეული რაოდენობის ბუნებრივი აირის შესყიდვა შეღავათიან ფასადაც შეგვეძლება", - განუცხდა "რეზონანსს" ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულებით დაზარალებულ საქართველოს გაზის მოცულობის დასაბალანსებლად ამიერიდან ახალი შესაძლებლობა გაუჩნდება.

"სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტის ჩაშვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზის მოთხოვნილების დასაბალანსებლად და საკუთარი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მოგვაკლდა მაგისტრალური გაზსადენიდან გაზის ნატურით მიღების შესაძლებლობა, რაც ჩვენთვის ბოლო დროის დიდი წარუმატებლობაა. ამით საერთო ბალანსიდან გაზის დიდი რაოდენობა დაგვაკლდა.

სამომავლოდ შეგვეძლება, ბუნებრივი აირი ნატურით მივიღოთ და გარკვეული მოცულობაც შეღავათიან ფასად შევიძინოთ. ეს, ცხადია, მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს იმპორტს, მაგრამ ცოტაოდენი შეღავათი მაინც გვექნება, რაც საბოლოოდ სატარიფო პოლიტიკაზეც აისახება და ქვეყნისთვის ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია", - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "სამხრეთის გაზის დერეფანი" სამი ცალკეული მილსადენისგან შედგება. პირველი - სამხრეთკავკასიური მილსადენი, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს. სამხრეთკავკასიური მილსადენით გათვალისწინებულია პროექტ "შაჰ-დენიზის" ფარგლებში მოპოვებული გაზის გადაქაჩვა. ეს მილსადენი იწყება ბაქოში, გაივლის მთელ აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთის საზღვარზე სრულდება.

მილსადენის წლიური გამტარუნარიანობა 9 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა მომავალში ის 25 მილიარდამდე გაიზრდება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კასპიის ზღვის ბუნებრივი აირი ევროპაში მოხვდება. აქამდე მას მხოლოდ საქართველო და თურქეთი ყიდულობდა, ხოლო ყაზახეთი და თურქმენეთი, ძირითადად, რუსულ და ჩინურ ბაზრებზე აკეთებენ აქცენტს.

bpn.ge



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხეილის მცირე ხიდი (არქ. ჯოვანი სკუდიერი) და სასტუმრო "გრანდ ოტელი". ტფილისი XIX ს.
თსუ-ს შენობა 1918 წელს

ინტერვიუ

ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება ევროპას თავს დაატყდეს
ხვამლის მთაზე დინოზავრის ნაფეხური იპოვეს?
"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?
მეორე ქალაქი თბილისის ქვეშ, რომელიც ნადგურდება
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
თუშური გუდა კალიფორნიასა და ნიუ იორკში - ახალგაზრდა მეწარმის მიერ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე გაცოცხლებული ტრადიცია
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.226.172.30