ქართული პრესა

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტისომხური განწყობა ყოველდღიურად იზრდება.

 

მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა არმენოფობიაში ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბას დროს დაადანაშაულეს, მაშინ მას უშიშროების მინისტრის პოსტი ეკავა.

 

როგორც გაზეთი „ახალი თაობა“ წერს, ამჯერად ხაჯიმბა არაფერ შუაშია და სომხების წინააღმდეგ კამპანია ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა აიდგილარამ დაიწყო.

 

ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი აიდამირ ხიშბა აფხაზებს მოუწოდებს, რომ სომხებთან სიფრთხილე გამოიჩინონ.

 

აფხაზებს ხიშბა ისტორიასაც ახსენებს და აცხადებს, რომ მუჰაჯირობის დროს, როცა მეფის რუსეთმა აფხაზები თურქეთში გადაასახლა, მათი სახლები თურქეთიდან გამოქცეულმა სომხებმა დაიკავეს. მისივე მტკიცებით, სომხებმა აფხაზური ეკლესიებიც მიითვისეს.

 

აიდგილარას წევრი აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს იხსენებს და არ ივიწყებს, რომ მაშინ აფხაზეთში მცხოვრები სომხები მათ მხარეს იბრძოდნენ.

 

„ისინი ჩვენს მხარეს იბრძოდნენ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ ეთნიკურ ქართველებს. არ ინდობდნენ არც მოხუცებს, არც ბავშვებს და არც ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენში ქართველებზე გამარჯვების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი არ შევაჩერეთ“ - აცხადებს აიდამირ ხიშბა.

 

ხიშბას თქმითვე, ომის დამთავრების შემდეგ, მათ კარგა ხანს ეგონათ, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხები მათთან ერთად ააშენებდნენ დამოუკიდებელ ქვეყანას.

 

„ძალიან მალე გამოჩნდა, რა მიზნები ამოძრავებდა მათ. რესპუბლიკის ახალგაზრდობა სამსახურის საშოვნელად სხვადასხვა ქვეყნებში მიდის. სამშობლოში მხოლოდ მათი ნაწილი ბრუნდება, ისიც დროებით. ამ დროს აფხაზეთში ყველაფერს სომხები ეპატრონებიან. ყველა ეკონომიკური რგოლი მათ ხელში გადავიდა. სოფლის მეურნეობას, გზების მშენებლობას და სახელმწიფო კომპანიებსაც კი ისინი აკონტროლებენ,“ - აღნიშნავს აღშფოთებული ხიშბა.

 

აფხაზეთის პარლამენტში რამდენიმე სომეხი დეპუტატია. აიდგილარას წევრი მათი ქმედებებითაც უკმაყოფილოა.

 

„აფხაზეთის პარლამენტში მყოფი სომეხი დეპუტატები აქტიურად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში. ისინი საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლასაც კი ითხოვენ,“ - ამბობს ხიშბა.

 

მისი თქმით, აფხაზეთი არ არის მზად სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად.

 

როგორც აიდგილარას წევრი ამბობს, ამ იდეით იმ ქვეყნების წარმომადგენლები გამოდიან, რომლებსაც ეს რკინიგზა თავისთვის სჭირდებათ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებენ.

 

აიდამირ ხიშბას აფხაზეთში მცხოვრები სომხების სიჩუმე სახიფათოდ მიაჩნია.

 

„ახლა ისინი ჩუმად არიან, მაგრამ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ ქვეყნის პოლიტიკური სადავეები ხელში ჩაიგდონ. აფხაზეთში გაცილებით მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე აფხაზი. აფხაზეთი ნელ-ნელა მათი ხდება“ - აცხადებს შეშფოთებული ხიშბა.

 

მისივე ინფორმაციით, დღეს აფხაზეთში 100.000-ზე მეტი სომეხი ცხოვრობს და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

 

ის აიდგილარას სახელით აფხაზეთის მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

 

„ჩვენი ვალია, გაგაფრთხილოთ, რა ელოდება აფხაზეთს სომხებისგან. მათთვის მთავარი ამოცანა იყო ის, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი ჰქონოდათ. სომხური ფაქტორი აფხაზეთისთვის უკვე სახიფათო გახდა.

 

ერთხელ მაინც დაფიქრდით, რისთვის ვიბრძოდით, რომ აფხაზეთში აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი! დროა, გამოვფხიზლდეთ და დავიწყოთ მართლაც დამოუკიდებელი და მონოეთნიკური ქვეყნის მშენებლობა“ - მიმართავს აფხაზებს ხიშბა.

 

აფხაზებსა და სომხებს შორის აქ ვითარება არაერთხელ გამწვავებულა, მაგრამ ახლა, ეტყობა, სერიოზულად არის საქმე.

 

 



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

ელიზბარ ჯაველიძე: სანამ ამერიკის ელჩი ადგენს საქართველოს პარლამენტში შესასვლელი ადამიანების სიას, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება
ირაკლი ალადაშვილი: თუ ყველა ფიქტიურ მღვდლობას დაიბრალებს, მაშინ ქვეყანას ვინ დაიცავს?
პეტრე მამრაძე: ოთარ ფარცხალაძე-ლაშა თორდიას შემთხვევაშიც მართვის პატრონყმური სისტემა რელიეფურად გამოიკვეთა
საგარეჯოში არაბები მიწას ყიდულობენ და ოჯახებით სახლდებიან
ინტერვიუ ხორვატ ჟურნალისტთან: მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს
„ჰერბერტ ზალბერმა, ფაქტობრივად,¬ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს“
სევდია უგრეხელიძე: ივანიშვილი კალაძის მერობას არ დაუშვებს; ვიცე-პრემიერს საკუთარი გუნდი და ამბიციები გააჩნია
მირიან მირიანაშვილი: სომხური ლობი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნაში ერევა
რომან გოცირიძე: "ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელიასთან ერთად მერობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი განიხილება
„საქმე შეიძლება რევოლუციამდე მივიდეს“ -ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.81.152.30