ინტერნეტ დაიჯესტი

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონის აქტიური საზოგადოებრივი განხილვის ფონზე, როგორც ჩანს, ამ განხილვით შთაგონებულმა ილიას უნივერსიტეტის ლექტორმა გიორგი მაისურაძემ 3 თებერვალს საკუთარ ფეისბუქზე საკმაოდ საინტერესო და სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:


„ამ ტექსტით მინდა მივმართო ლიბერალური ფასეულობების და საღი, თავისუფალი აზროვნების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. დროა, ყველაფერს ღიად დაერქვას თავისი სახელი! ილუზიებში ნუ იცხოვრებთ, მეგობრებო! დღეს მართლმადიდებლობას იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, თვითონ თავისუფლების უწმინდეს იდეაზე. არა საპატრიარქოს, არა რომელიმე მღვდელმსახურს, არა პარლამენტს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ, პირველ რიგში, სწორედ — მართლმადიდებლობას, ამ შავბნელ, რუსულ, იმპერიალისტურ იდეოლოგიას. სწორედ მართლმადიდებლობა, და არა რომელიმე ორგანიზაცია ან პიროვნება, არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავული ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა. და ყველა მისი მიმდევარი სინათლის და პროგრესის ცნობიერი თუ გაუთვითცნობიერებელი მტერია. ამიტომ ჩვენ, ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა კანონიერი საშუალებით, სანამ საბოლოოდ არ დავასრულებთ ამ ანტიპროგრესულ, ანტიცივილურ იდეას საქართველოში, ამ სიბნელის, აგრესიის და უძრაობის დასაყრდენს მართლმადიდებლური რწმენის სახით.“

პოსტი სულ რამდენიმე წუთი გაჩერდა ფეისბუქის კედელზე და შემდეგ, როგორც ჩანს, ბატონ გიორგის ვინმემ ურჩია ან თვითონვე მიხვდა, რომ ტექსტი ზედმეტ აგრესიას გამოიწვევდა და მალევე წაშალა. საბედნიეროდ, იმ რამდენიმე წუთშიც პოსტის სქრინის გადაღება მაინც მოვასწარით.

 

წყარო: mpress



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დონალდ ტრამპი ახალგაზრდობაში
ცხინვალი
მანქანის სავარძელში "ჩაკერებული" საზღვრის დამრღვევი

ინტერვიუ

ელიზბარ ჯაველიძე: სანამ ამერიკის ელჩი ადგენს საქართველოს პარლამენტში შესასვლელი ადამიანების სიას, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება
ირაკლი ალადაშვილი: თუ ყველა ფიქტიურ მღვდლობას დაიბრალებს, მაშინ ქვეყანას ვინ დაიცავს?
პეტრე მამრაძე: ოთარ ფარცხალაძე-ლაშა თორდიას შემთხვევაშიც მართვის პატრონყმური სისტემა რელიეფურად გამოიკვეთა
საგარეჯოში არაბები მიწას ყიდულობენ და ოჯახებით სახლდებიან
ინტერვიუ ხორვატ ჟურნალისტთან: მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს
„ჰერბერტ ზალბერმა, ფაქტობრივად,¬ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს“
სევდია უგრეხელიძე: ივანიშვილი კალაძის მერობას არ დაუშვებს; ვიცე-პრემიერს საკუთარი გუნდი და ამბიციები გააჩნია
მირიან მირიანაშვილი: სომხური ლობი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნაში ერევა
რომან გოცირიძე: "ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელიასთან ერთად მერობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი განიხილება
„საქმე შეიძლება რევოლუციამდე მივიდეს“ -ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

როგორ ზრდიდა საბჭოთა კა გე ბე სააკაშვილს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტად და როგორ გავიდა ის მოგვიანებით კონტროლიდან (ნაწილი I)

54.162.136.26