ინტერვიუ

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

„საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დისკუსია მისი პერსონის ირგვლივ კვლავ გრძელდება. წიგნის „მე, პრეზიდენტი და მსოფლიოს ჩემპიონი“ ავტორი ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს. ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლალი მოროშკინა ედუარდ შევარდნაძის ეპოქაში განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ჰქონდა დაკავებული, ხოლო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამხობის შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლად მუშაობდა“, - ასე იწყება ვრცელი ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან, რომელსაც რუსი ჟურნალისტი, „მოსკოვსკიი კომსომოლეცის“ კორესპონდენტი მარინა პერევოზკინა ესაუბრება.

 

როგორც ლალი მოროშკინა ამბობს, მან იმიტომ გადაწყვიტა ინტერვიუს მიცემა რუსული პრესისათვის, რომ არ მოსწონს როგორ შუქდება მასში „მიხეილ სააკაშვილის თემა“: რატომღაც უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ექს-პრეზიდენტის პირადულ თვისებებს - როგორ სძინავს, როგორ იქცევა და ა.შ. „დამიჯერეთ, მთავარი ამ კაცის ქცევა და პირადული მოქმედებები კი არაა, არამედ ის, რომ მისი მმართველობის დროს ქართველი ხალხის გენოფონდი ნადგურდებოდა. მე ხშირად მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციას ებრძოდა და ამოძირკვაო. მაგრამ არავინ ამბობს, რომ სამაგიეროდ მისი პრეზიდენტობის დროს ელიტარული კორუფცია აყვავდა. მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები ქართული ტრადიციების წინააღმდეგ წავიდნენ, ჩვენი ბებიებისა და ბაბუების წინააღმდეგ. ყველაზე საშინელი ის გახლავთ, რომ მათ ქართული მენტალიტეტის, ცნობიერებისა და თვითშეგნების განადგურება სურდათ. ქართველმა ხალხმა ცხრა წლის განმავლობაში დიდი ძალადობა გადაიტანა. ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: რა არის ამის მიზეზი? რატომ სძულს მას ქართველი ხალხი?

 

- იქნებ ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ბავშვობაში უნდა ვეძებოთ? თქვენ ხომ ერთად სწავლობდით...

 

- იგი ორი წლით ჩემზე უფროსია. ჩვენ ერთად ვსწავლობდით პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, საბურთალოზე, რომელიც ელიტარული სკოლა იყო, უბრალო მოკვდავი იქ ვერ მოხვდებოდა. იქ სწავლობდნენ მაღალჩინოსნების შვილები. მეც ერთ-ერთი ასეთი ვიყავი... ჩვენ ყველამ ვიცოდით, თუ როგორ მოხვდა იგი პირველ სკოლაში - ბიძამისი თემურ ალასანია „კა-გე-ბე“-ს გენერალი იყო, რომელიც მას ამერიკიდან ჯინსებს უგზავნიდა ხოლმე. იმ დროს იმპორტული ტანსაცმლის ყიდვა ძნელი საქმე იყო და ჩანდა, თუ როგორ გამოირჩეოდნენ ასეთი მოსწავლეები თავიანთი ჩაცმულობით, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მაინცდამაინც ნათელი ფიგურა არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, „რუხი თაგვი“ კარგ ჯინსებში, სწავლობდა არცთუ ისე კარგად. იგი არ მონაწილეობდა თამაშებში და ცუღლუტობაში, ყველაფერს შორიდან უყურებდა ხოლმე. მისთვის მთვარი იყო ტანსაცმელი არ დასვროდა და დედიკოსაგან „ქოთები“ არ მიეღო. როცა მთელი კლასი „შატალოზე“ მიდიოდა (ანუ გაკვეთილებს აცდენდა), მას შეეძლო კლასში დარჩენილიყო და მერე დირექტორისთვის ეთქვა, თუ ვინ იყო „შატალოს“ ინიციატორი. ბუნებრივია, მიშას ასეთი საქციელის გამო თანაკლასელი ბიჭები კარგად ბეგვავდნენ ხოლმე, რაც მან კარგად დაიმახსოვრა. მე მეცოდებოდა... მეშვიდე თუ მერვე კლასის დამთავრების შემდეგ იგი სხვა სკოლაში, 51-ში გადაიყვანეს, ვერისუბანში. ორი წლის შემდეგ მეც იქ გადავედი. ვხედავდი, რომ იმ სკოლაშიც იგივე ამბები გრძელდებოდა... მოგვიანებით ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დროს შევხვდით ერთმანეთს. აფხაზეთის ომის დროს ჩვენი სკოლიდან ბევრი ბიჭი ფრონტზე წავიდა და უკან ერთეულები დაბრუნდნენ, მიშა კი ომში არ წასულა, იგი ამერიკელებთან თარჯიმნად მუშაობდა. ჩვენ ყოველწლიურად ვიკრიბებით ხოლმე დაღუპულების საფლავებთან, მიშა კი იქ ერთხელაც კი არ მოსულა, მისი თანაკლასელებიც ხომ დაიღუპნენ. ვინც ომს ცოცხალი გადაურჩა, მას ანგარიშები უკვე მოგვიანებით გაუსწორა, როცა პრეზიდენტი გახდა. სხვათა შორის, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა იმ ხის მოჭრა ბრძანა, რომელიც 51-ე სკოლის ეზოში იდგა და რომლიდანაც იგი ჩამოვარდა. ასევე სამსახურიდან გაათავისუფლებინა სკოლის დირექტორი, ვისთანაც სწავლის დროს პრობლემები ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილმა ჩემს ოჯახსაც ზიანი მიაყენა, ჩემს პირვე ქმარს ნუკრი ჩაგანავას, რომელიც მისივე თანაკლასელი იყო, ბიზნესი წაართვა. ნუკრი მიწის იმ ნაკვეთს ფლობდა, სადაც ახლა აშშ-ის ახალი საელჩო დგას. ჩემი მეუღლე ციხეში ჩაასმევინა და ყველაფერზე უარი ათქმევინა, შემდეგ 38 წლის კაცს ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა. არადა, ისინი სკოლაში ერთმანეთთან თითქოსდა მეგობრობდნენ, მაგრამ ძნელია იმეგობრო ისეთთან, რომელიც ყველას აბეზღებს. მათ შორის ხშირად კონფლიქტიც ხდებოდა ხოლმე. მიშამ ყველა თანაკლასელი, ვინც კი მას სკოლაში რაიმე აწყენინა, დააჭერინა და თავი ციხეში უკრა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ქართულ საპყრობილეებში შექმნილი ვითარება საშინელი იყო - ყოველდღიურად ხდებოდა პატიმართა წამება... მიხეილ სააკაშვილი არაფერს ივიწყებს, იგი დაუნდობელი შურისმაძიებელი პიროვნებაა. იგი არავის არაფერს პატიობს“, - ამბობს ლალი მოროშკინა.

 

რესპოდენტი იხსენებს, თუ როგორ წაუყენა მას მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმი, რომ დახმარებოდა მისივე მეუღლის, კრივში მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის დაჭერაში. სამაგიეროდ, პრეზიდენტი ლალი მოროშკინას სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაპირდა: „მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა ყველა ის ადამიანი ჩაესვა ციხეში, ვისაც საქართველოში ავტორიტეტი ჰქონდა... მე უარი ვთქვი მისი თხოვნის შესრულებაზე. მე მაშინ მინისტრი მოადგილედ ვმუშაობდი და ვუთხარი, რომ სკანდალს ავტეხდი. ჩემი ქმარი ცნობილი სპორტსმენი იყო და რაღაც სასაცილო ბრალდების გამო უნდა დაეჭირათ.  

ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის უთანხმოება მხოლოდ პირად ნიადაგზე არ ყოფილა. დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იგი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაჭრას ძალისმიერი გზით ცდილობდა. მე ვფიქრობდი, რომ მისი გეგმა განუხორციელებელი იყო და ეს პირდაპირ ვუთხარი. მაგრამ მან 2004 წელს პროვოკაცია მაინც მოაწყო, რომლის შედეგად ბევრი ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა, მათ მშობლებს კი სიჩუმის გულისთვის მოზრდილი თანხა გადაუხადეს. რამდენიმე ათეული ქართველი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. მოვა დრო მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე პასუხს აგებს, მათ შორის 2004 წლის პროვოკაციისთვისაც“, - ამბობს ლალი მოროშკინა ინტერვიუში.

 

- გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ავანტიურის დროს ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მისი გუნდი წარმატებების შესახებ ჰქყვება, რომ კორუფცია დავამარცხეთ, დამნაშავეობა შემცირდაო...

 

- 2006 წელს „ნაციონალებმა“ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადეს დამნაშავეობის მიმართ. ცხადია, კარგად ჟღერს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, პრაქტიკაში კი ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს მასიურად იჭერდნენ და უბრალო შეცდომის გამო ყველას ციხეში გზავნიდნენ. თითქმის ყოველ მესამე ქართველ ახალგაზრდას ციხე აქვს გამოვლილი. იმ პერიოდში საპყრობილეს რეჟიმი 320 ათასამდე ადამიანმა გამოსცადა, რაც სამმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისათვის არანორმალურად მარალი ციფრია. პატიმრები საშინელ პირობებში იყვნენ. როცა ხელისუფლება შეიცვალა და ამნისტია განხორციელდა მე სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ვიყავი. ვხედავდი გათავისუფლებული პატიმრების საშინელ სახეებს...

 

მიხეილ სააკაშვილი ხშირად იწვევდა ხოლმე საქართველოში რუს ჟურნალისტებს და მათ ქვეყანას სრულიად სხვა კუთხით აჩვენებდა, თითქოსდა საქართველოში ყველაფერი ყვაოდა... არადა, „ნაციონალური ხელისუფლება“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით  საშინელებას სჩადიოდა. ქართული ეკლესია, კათოლიკოს-პატრიარქი ცდილობდა როგორმე შეემსუბუქებინა პატიმრების მდგომარეობა და ციხეებში საკვებ პროდუქტებს აგზავნიდა ხოლმე... პატიმრები გაუსაძლის პირობებში იყვნენ. მიხეილ სააკაშვილი ხშირად აცხადებდა ხოლმე, რომ ევროპული ტიპის ციხეები გვაქვსო და ამის დამადასტურებლად ჟურნალისტებს გლდანის საპყრობილეს აჩვენებდა. არადა, სხვა ათობით ციხეში საშინელი მდგომარეობა იყო - 20 ადგილიან კამერებში 120 პატიმარი იჯდა... 

 

ყველაზე შემაძრწუნებელი, რაც მე ციხეებში ვნახე, ის იყო, რომ მცირეწლოვან პატიმრებს სცემდნენ და აუპატიურებდნენ. მიხეილ სააკაშვიოლის კანონმდებლობამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სასჯელი 12 წლის ასაკამდე შეამცირა, რაც სამარცხვინო მოვლენა იყო.

 

- თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილმა ქართული მენტალიტეტის დაშლა-განადგურება დაიწყოო. რას აკეთებდა იგი ამ მიზნით?

 

- საქართველო განთქმული იყო თავისი პატივისცემით უფროსი თაობის მიმართ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ასეთი რამ არ გააჩნდა. მან „ჩარეცხილები“ უწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ადრე ქართულ ელიტას წარმოადგენდა, რომელიც ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების „ოქროს ფონდს“ წარმოადგენდა. როცა იგი ხელისუფლებაში მოვიდა, გამოაცხადა, რომ 40 წლის ასაკის ადამიანები სამსახურში აღარ მიიღებოდნენ, ისინი „ჩამოწერილები“ იყვნენ. მან სამსახურიდან გააძევა უნივერსიტეტის ხანდაზმული პროფესორები, მეცნიერები... სამაგიეროდ, თანამდებობები დაურიგა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უცოდინარ ახალგაზრდებს - „ბებისიტერებს“, რომლებსაც ორთვიანი ტრენინგის კურსი სადღაც ამერიკაში თუ ევროპაში ჰქონდათ გავლილი... მისი მმართველობის დროს ეკლესიებს ანგრევდნენ, რათა ჩვენს რწმენისთვის საფუძველი შეერყიათ. „ნაციონალები“ ყველაფერს აკეთებდნენ კავკასიური სულის, ქართული მენტალიტეტის ჩასაკლავად“, - ამბობს ინტერვიუში ლალი მოროშკინა. 

 

http://www.mk.ru/politics/2016/04/07/podruga-detstva-saakashvili-rasskazala-shokiruyushhuyu-pravdu-o-ego-zhizni.html



გამოკითხვა

საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის




დღის ფოტო

დილის ტუალეტი ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე
ტაქსისტ ვიქტორ პერესის დაკრძალვა მისი საყვარელი მანქანით. საჭესთან ზის....თავად მიცვალებული
მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია 60-იან წლებში

ინტერვიუ

ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
«ნაძარცვიდან წილს ჯერ მიშას უხდიდა, მერე ზვიად ძიძიგური იშოვა მფარველად...“
ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი
„ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
თენგიზ შერგელაშვილი: კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება
კახა კალაძე: თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან...
დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს
„მზად ვარ, დავთმო სომხეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს მოქალაქეობას მომცემენ - საქართველო ჩემი სამშობლოა“- ადამ აივაზიანი

ყველაზე კითხვადი

ყველას საყურადღებოდ ვისაც კრედიტი დოლარში აქვს: თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ, რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო

ილიაუნის ლექტორი: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ

„აიდგილარა“: აფხაზეთი ნელ-ნელა სომხების ხდება; იმისთვის ვიბრძოდით, რომ აქ აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი!

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას ღებულობს

"ვეფხისტყაოსანი" სომეხმა თავადმა დაწერა" - სომეხი ისტორიკოსის "სენსაციური" კვლევა

სააკაშვილის ბავშვობის მეგობარმა მასზე შოკისმომგვრელი სიმართლე გვიამბო: „სკოლაში მიშა დამბეზღებელი იყო და როცა პრეზიდენტი გახდა, ყველა თანაკლასელი დაიჭირა“

ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის ხარჯზე 1500 დოლარად ნაქირავებ ბინაში გადავიდა

"ამ სტატუსს ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ვიცი ბევრი ეძებს საშუალებას დაამარცხოს კიბო"

რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს

შვიდმა სამინისტრომ ცხრა თვეში პრემია-დანამატებზე 52 მილიონი დახარჯა

54.224.202.184